უფსკრული
როდესაც შენზე ფიქრები მახრჩობს, მიკვირს, რომ მხსნელად არ მევლინები, რომ აღარ ისხამ დაფლეთილ ფრთებს და შენ ჩემთან ახლოს აღარ ფრინდები. ნუთუ აღარ ვარ ისევ ის მთვარე, შუაღამით შენთვის რომ ანათებდა, ნუთუ აღარ აქვს ჩემს გრძნობებს ფასი და ის სინათლე, შენში ჩაქვრება. მე სულ დაკარგულ სიყვარულს ვეძებ, შენ უიმედობის ბოლს უშვებ ცაში, როგორ მოგიცვა სიცივემ ასე, რომ ვეღარ ამჩნევ სევდას ჩემს ხმაში. კვლავ გამაყრუებელ სიჩუმეს ვუსმენ, ვგრძნობ იფერფლება ჩემშიც იმედი, ხანდახან შორიდან გიმზერ და ვფიქრობ, ჩვენ ამ უფსკრულთან როგორ მივედით?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი