სასწორი
ზოგჯერ სიცოცხლე შენც აღარ გართობს, რადგან უკვალოდ არ ქრება შრამი, კვლავ იღებ ხელში დამტვერილ სასწორს, რომ გაუსწორო შეცდომას თვალი. თუნდაც ხვალიდან დავრჩე სულ მარტო, მე ჩემი თავი, მახსოვს სნეული, და რასაც ვნატრობდი, აღარ ვნატრობ, მრავალი ცდისგან გამოლეული. განა მძალუძს რომ სადმე დავკარგო, შენი სული ან შენი სხეული, უბრალოდ ვახელ თვალებსაც ფართოდ და ვხედავ შენთვის ვარ მე რვეული. თითქოს ყდის გარდა ვერაფერს ამჩნევ, ბოლო გვერდებს კი ბავშვივით ჯღაპნი, ასე მოხდა რომ შენ თამაშს არჩევ, იქ სადაც მე ვიწვი ცეცხლით და განცდით. თავადაც მაშინებს რომ გავიზარდე და იმ დღესავით უკვალოდ გავქრი, როდესაც შენ სულ ბოლოს მიხილე, ცოცხალი, მაგრამ ყველასთვის მკვდარი. ვიცი, სიცოცხლე შენც აღარ გართობს, რადგან უკვალოდ არ ქრება შრამი, კვლავ იღებ ხელში დამტვერილ სასწორს, რომ დროის შემდეგ აწონო ბრალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი