ჭაობის არსი


ვხედავ რომ მოგწყინდა სხეულის თრევა
და ისევ გამძიმებს გარშემო ხალხი,
უძილო თვალები და თავბრუსხვევა,
დაგყვება როგორც განცდილი კრახი.
ეძებ ნათებებს მწერივით დღესაც,
მზეში, წვიმაში, ხანდახან ქარში,
იქნებ შენც იპოვო ნანატრი შვება
და ისევ მძიმედ არ დაბრუნდე სახლში.
გზაზე სხვადასხვა სახეებს ხედავ,
მაგრამ ნათელს ვერ პოულობ მათში,
ბურუსში თანდათან სხეულიც ქრება,
მრისხანებას კი შიში ცვლის ხმაში.
გაშინებს ბნელი და გიპყრობს სევდა,
ყველა ფიქრია დღეს უფრო ბასრი,
სინათლის ძიებას მიყავხარ ბნელთან,
რომ სრულად გაიგო ჭაობის არსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი