ქანდაკებები ჰყვებიან ლექსებს


ქანდაკებები ჰყვებიან ლექსებს,
მე კი უძრავად ვდგავარ და ვუსმენ,
თითქოს სიტყვებით ბზარავენ მიწას,
სანამ მზის სხივები მესობა გულზე.
ჩვენ აღარ ვგავართ აცდენილ რელსებს,
მაგრამ დინება გვაჩვევდა რთულ გზებს,
თვალებზე შრამი შუქივით ბრწყინავს,
როდესაც ძველ ქანდაკებებს ვუმზერ.
მათი ხმა მაგონებს ხან წვიმის წვეთებს,
რომ მკარნახობენ დაკარგულ რუკებს,
თითქოს მახსენებენ ისევ იმ მიზანს,
ძნელად ნაგროვებს რომ კარგავ უცებ.
კადრებად ვიღდგენ ხელახლა კვეთებს,
მერე კი ვაწუხებ ცარიელ ფურცლებს,
ზოგი ხმამაღლა ამბობს, რომ სტკივა,
ზოგი ხმამაღალი დუმილით უძლებს.
ქანდაკებები ჰყვებიან ლექსებს,
მე კი უძრავად ვდგავარ და ვუსმენ,
თითქოს სიტყვებით ბზარავენ მიწას,
სანამ მზის სხივები მესობა გულზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი