დისკომფორტი


მე ისევ ვფიქრობ და ვწონი სიტყვებს,
რადგან არ ვიცი სათქმელად თუ ღირს,
რომ შენთან ყოფნა ისე ცვლის ამინდს,
ტკივილი ზოგჯერ ქარიშხალს უდრის.

თითქოს განცდები მავიწყებს სხივებს,
ველი წვიმას და შემზარავ ქუხილს,
რადგან სიყვარული აღარ მახურავს,
უშენობის ნიავი სხეულზე სულ ქრის.

ლამპები ჰგვანან გარდაცვლილ იმედს,
ჩამქვრალნი ჰყვირიან თავიანთ წუხილს,
მე კი ყოველდღე ვხედავ ბერიკაცს,
რომელიც ბავშვობის სიყვარულს უცდის.

დღეს განშორება მახსენებს ისევ,
ძირს დაცემული ცრემლების დუმილს,
სანამ ფიქრებით მე ვბოლავ ზეცას
და მარტოობას დისკომფორტს ვუქმნი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი