მე და შენს შორის ვხედავდი დემონს
მე და შენს შორის ვხედავდი დემონს, რომელიც ისე გამჭვირვალეა, ხანდახან თითქოს მაგონებს ჰაერს, ხანდახან მასში შავი ღამეა. შენ ვერ ხედავდი ტოტებზე გრძელ თოკს და ვერ ამჩნევდი, რა სიმშრალეა, თითქოს სამყარო ჰგავდა უდაბნოს, სადაც ცეცხლისფერი განცდის კვალია. თუ შენ გაშინებს სიცხადის ექო, ჩემში რეალობის კვლავაც ალია, ამიტომ მახსოვს, რომ შენ წახვედი, დარჩა დემონი და დამრჩა გალია. ვარ ჩაკეტილი, ისევ ვჭამ ნევროზს, ცახცახებს თოკიც, თუკი ქარია, მინდა აღმოჩნდეს ღამის ზმანება და წაიღოს წყალმა, თუ სიზმარია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი