ძველი ფილმი
ნაშიმშილები დედის მსგავსად ბოლო ნამცეცებს ვაგროვებ შენთვის, რომ გაჩუქო მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს უმაწყალოდ დროება მძარცვავს, მაგრამ სულ მწამდა, შენ იყავი ჩემთვის ქონება. თითქოს დაკარგა დღეს ცხოვრებამ უცებ საზრისიც, რადგან გაჩუქე სიყვარული, მაგრამ არ კმარა, ვგონებ აქ ქრება ვნების განცდაც, ხალისიც და ისტორიაც, როგორც ძველი ფილმი დამთავრდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი