როცა ფიფქები იწყებენ თოვას
როცა ფიფქები იწყებენ თოვას, მე ფანჯარასთან სულ მარტო ვდგები, შენ არ იფიქრო, ის რომ მე მცივა და არც ის, მე რომ ყურებით ვთბები. ისევ მახსენებს ფიფქები წარსულს, ფრინველებით გაფრინდნენ წლები, როცა ვუყურებ სანთელს ფერწასულს, ვდგავარ და თითქოს მეც ვიღვინთები. მათ ისევ უნდათ, იხილონ ფრენა, მე კი მიწყვია მოჭრილი ფრთები, ვერცხლისფერია დღეს ჩემი თმაც და შევერცხლილია თოვისგან მთებიც. მტკივნეულია, თუ ვხედავ სარკეს, სარკეს, რომელიც არაფრით არ მგავს, თითქოს ცხოვრება ყველაფერს მართმევს, მე კი ვუყურებ ბავშვობის საფლავს. როცა ფიფქები იწყებენ თოვას, მე ფანჯარასთან სულ მარტო ვდგები, შენ არ იფიქრო, ის რომ მე მცივა, აღარც ის, მე რომ ყურებით ვთბები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი