ტუსაღი
ხავსივით ედება, სიცრუე ქვეყნიერებას, მტირალი დედების ქვითინი ისმის, ბავშვები კარგავენ ბედნიერებას, სადაც არცერთი გემი არ იძვრის. არჩევანს დღეს სხვისი ხელი ერევა, შენ კი ვერ ელევი, შენივე პრინციპს, ხვდები, რომ არის ძნელი ქმედება, მაგრამ შენ სათქმელს ვერავინ იტყვის. თუ კი ფარსში გაეხვა შემოქმედება, მატარებელი ჩქარი სვლით მიდის, მათ არ სჭირდებათ ზემოქმედება, თუ სასიკეთო სიბრიყვეს ჩიჩქნი. ზარალდება თუ საღი გამოერევა, იქ სადაც სიმართლე ვერავის იხსნის, ბორკილებს ისწორებს და ცრემლი ერევა, თავისუფლებისთვის ტუსაღი იბრძვის. როდესაც ყველა ჩუმდება ომი ძნელდება, იქ სადაც მარტო ერთი მკვიდრი ჰყვირის, უარესის მოლოდინში ნეხვში ბერდება, ვინც თავისუფლებას არჩია შიში. სულ ფიქრობს უკეთესი ბედი ეწევა, რადგან ამინდებს თავად არ იქმნის, და იქ დაღუპულს უშველა ვერც იმედებმა, ვერაფერს იძენს, ვინც ყველაფერს ჰყიდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი