თავსხმა
ჩემს სიზმრებს შენი სახელი ერქვა, რადგან ცხოვრება გავხადე კინო, ტიტრებში ადგილს იკავებს სევდა, სუბტიტრებს ვწერ, რომ გაგაგებინო. ჩემი ცხოვრება არ არის ლექსი, ჩემი ცხოვრება არ არის პროზა, გაჩვენებ იმას რაც აქამდე ვერ ვთქვი, რადგან მსურს ისევ გავზარდო დოზა. არ მყოფნის ის რაც მყოფნიდა ადრე, ბზარებით ტანზე, ნაკლული ვრჩები, სცადეს და ვერავის ვერ შემადარეს, მე, რომ ვარ უცხო, ამიტომ ვკვდები. ვნებაა წვიმა, გვაქვს ქუჩებში დარი, საბჭოთა კორპუსებს რთავს ცისარტყელა, ქუჩებში უბერავს ნოსტალგიის ქარი, თავი კი ფიქრებით კვლავ იტრავმება. ქაოსში მყოფი სულ ვნატრობ ავდარს, თუ კი გრძნობაა წვიმის მშობელი, თითქოს უკვდავებას მომიტანს წარღვნა, იქ სადაც მხოლოდ სიკვდილს მოველი. მუსიკა აფორმებს ნაცრისფერ კადრებს, და ყველა სიზმარს ვუპოვე ახსნა, თუ რეალობა სიყვარულს გართმევს, სიზმარს თან ახლავს უმოწყალო თავსხმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი