მუქი ღრუბელი


დანაკარგი სხეულს კაწრავს შიგნიდან,
ამიტომ მუქად ჩანს ცაზე ღრუბელი, 
ვერცერთ კადრს ნებით ვერ ვშლი ფირიდან
და ისევ ქარში ვდგავარ სულ სველი.

მოგონებების თავხსმა - დამატყდა,
ფიქრებმა გამხვია - უეცარ ნისლში,
იმედი ბოლოს კი აღარ გამართლდა,
ამიტომ ვიძინებ დღესაც მე შიშში.

წუთები ჰგავს წამებს, დრო ისე გარბის,
მარტივად გივიწყებს ადამიანი,
სურვილი დავკარგე ძველ ბილიკზე გავლის,
რადგან სიამოვნებას ახლდა ზიანი.

ეკლიანი იყო, ყველა ის გზა,
სადაც ვიყავი მხოლოდ მარტო მე,
როდესაც გაწყდა სულ ყველა ბმა
და ცივ ღამეში მარტო დამტოვეს.

ლოცვებს ვუმიზნებდი მოღრუბლულ ცას,
გრძნობებს კი ვწვავდი, როგორც კანონებს,
რადგან თუ სიყვარული არ ესმის მას,
შენი გრძნობა მხოლოდ წარსულს გამონებს.

დანაკარგი სხეულს კაწრავს შიგნიდან,
ამიტომ მუქად ჩანს ცაზე ღრუბელი, 
ვერცერთ კადრს ნებით ვერ ვშლი ფირიდან
და ისევ ქარში ვდგავარ სულ სველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი