ქვაფენილები


საკუთარ თავს სიხარულისგან ვძარცავ,
სანამ ოთახს ანათებს მუქი სიბნელე,
ის რაც ერთხელ ვიპოვე, ყოველდღე ვკარგავ
და ვხვდები, ამ გზას, რომ თავად ვიძნელებ.

ნაგროვებ ბედნიერების მტვერსაც გავფანტავ,
რადგან მოგონებებით სავსეა თაროზე ქილები,
დალექილ გრძნობებს ქარს ვერ გავატან,
სანამ ჩემს ნაბიჯებს გრძნობენ ქვაფენილები.

ყველა დანაშაულს ჩემს თავზე ვიღებ,
რადგან არ მაშინებს თქვენი სასჯელი,
მაგრამ ნისლში თუ ხელს ჩემსკენ იშვერთ,
ფაქტის მოწმე არ გყავთ, ერთი მნახველიც.

მათ თუ ვერ გაიგეს სიმართლის ენა,
ვეღარ უშველის ხაზებს მთარგმნელი
და თუ ამ ქუჩებში მქვია დაბალი ფენა,
ისტორიას დარჩება, ჩემი სახელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი