მუზეუმი
არ მაშინებდა სიკვდილი ცელით, ისე ბჟუტავდა დილით სიცოცხლე, ბოლოს იყვირებ, ნაყლაპი თმენით, ნათელი გზები თუ ვერ იპოვე. ცრემლისგან არ მქონდა ღაწვები სველი, მაგრამ ქარს ვთხოვდი, უმალ გაეშრო, ისტორიები წყვდიადზე ბნელი, გადადგმულ მძიმე ნაბიჯებს დაეტყო. მე ამ ქალაქში ვარ როგორც მდგმური, სცენარს არ ცვლის, რომ აქ დავიბადე, თქვენ კერძებს, მარილზე მეტი აქვს შური, ამიტომ ვერ ვცოცხლობთ, გარდავიცვალეთ. ჩვენგან რაც დარჩა დევს მუზეუმში, ხალხს აჩვენებენ, თუ ვინ ვიყავით, გვქონდა მიზნები დამფრთხალ გულებში, ფრთებს კი ვერ ვშლიდით, ვერ დავფრინავდით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი