ჯიბის ქურდები
ჩაიში ჩაწურულ მჟავიანობას, სიტკბოს უმატებს შენი ტუჩები, გახსოვს ამბობდი და თან გჯეროდა, არ დამივიწყებენ, მე ეს ქუჩები. გვავიწყდებოდა, ის, რომ ციოდა, სითბოს ინახავდნენ - ჩვენი ჰუდები, ველოდი მას, ვინც, აღარ მელოდა, სიყვარულს იპარავდნენ, ჯიბის ქურდები. ისევ ვმალავდი, მაგრამ მტკიოდა, ვერ გაჩვენებდი, მე რას ვუძლებდი, ვიცი, რომ შენი დარდიც გეყოფა, განა, ჩემი მოსმენით შენ შეწუხდები. იცი, მეც მომბეზრდა ტრავმიანობა, ტრაგიზმმა გაავსო სულ ეს ფურცლები, და დღეს მას ვუძღვნი თავს ვინც მენდობა, რადგან შენ ვიცი არ დაბრუნდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი