მეოცნებე
ჩანთაში ჩავალაგე ჩემი წარსული, თვალი შევავლე ოთახში ტექსტებს, არ მახსოვს თუ რა დროა გასული, იმის შემდეგ რაც ლექსებს ვერ ვწერ. ქალაქში კედლები სევდის ფერია, თავს ვიტყუებ, რადგან არ ჩანს ნათელი, მე ვარ სიტყვები, რომელიც ჯერ არ წერია, არ მოსულა დრო, ითქვას რას ვწერდი. გულში ვინახავ რასაც ვერ ვამბობ და წამალივით ვყლაპავ სიბრაზეს, სასაცილოა, არქმევ შენ ავტორს, მას ვინც ბნელეთში ეძებს სინათლეს. მსურს კაშკაშებდეს რაც დღეს კიაფობს, იქნებ იარებს ჰქონდეს სასრული, ბევრი ვიარე, რომ მე გიამბოთ, როგორ დავჯაბნე, მხარზე მაცდური. თუ სიყვარულით ისწავლე ფრენა და სიყვარულმა მოგაჭრა ფრთები, თუ სიყვარულის შენ მაინც გჯერა, იცი, ყველასთვის მეოცნებე რჩები. ებრძვი დემონებს, მუდამ ღამეში, ბევრი ფიქრი კი შენი მტერია, ნუ დარდობ, მხოლოდ ხელი გაუშვი, რადგან უთქმელად, ასე წერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი