უწყლობა
მე ვაგრძელებდი ამბების თხრობას, როდესაც მის ბაგეს დააწვა სიჩუმე, დავკარგე თილისმა, გზაზე მის პოვნას, მიაბმეს თურმე მოსდევს სირთულე. მსურს ყველა კრიზისს მარტომ გავუძლო, ვერ მხედავს, ვის გამოც დღეს მე მაქებენ, როგორც ჩანს რთულია, რომ სხვას დავუთმო, ის მძიმე გრძნობა, რაც შენში ვაშენე. ვარ გახლეჩილი და დაკარგული, ჩემს სახეზე რა ჩანს, დღეს დაივიწყე, ავწიე თავი და მაქვს დამალული, დანაშაული, რომელიც ვერ ჩავიდინე. თითქოს ჯერ ისევ მაწვიმს შეცდომა და ცხოვრების თანამგზავრია ავდარი, მე დავმარცხდები, თუ არ მენდობა და თუ ვერ ჩავაქრე, მისთვის ხანძარი. ვილოცე ბოლოს, როდესაც მსურდა, გაეგო ყველას, არსებობა მტკიოდა, რადგან ხალხს არ ეგონათ წუხდა, ის ვინც სუნთქავდა და არ შიოდა. გხედავენ ჩაცმულს, ნაჭამს, დავარცხნილს, რა გაწუხებს კი დღემდე ვერ გაუგიათ, ჩემი, რომ არ ესმით, რა ხანია აღარ მწყინს, ვაპროტესტებ უწყლობას, მაგრამ მე არ მწყურია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი