თბილისის ცა
თბილისის ცაზე ვხედავ ვარსკვლავებს, ჩემი ლოცვის დროს კი, ერთ-ერთი მოწყდა, შიშით გავხედე, ჩემთვის კაშკაშებს? დავხუჭო თვალი, თუ შევწყვიტო ლოცვა? მანათობელს ვეძებდი, განა სხვა ზღაპრებს, იმედით არ მავსებს არც გარემოცვა, ვუსმენ მას, ვინც სიცრუეს ქადაგებს, სიმშვიდით უყვართ, მწერების ხოცვაც. ისევ ვწერ ღამით მას ვინც მადარდებს, ყოველ ჯერზე ვამბობ ყველაფერი მორჩა, იმედით ვავსებდი სევდის კალათებს, არ ვიჯერებდი მე, რასაც ის შობდა. გახსოვს, შენც უყურებდი ცაზე ვარსკვლავებს, გეგონა ერთ-ერთი, შენს გამო მოწყდა, მაგრამ ამ ვარსკვლავს თუ სხვაც ხედავდა, იქნებ ეს ყველაფერი, უბრალოდ მოხდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი