ნაწყვეტი


ზოგჯერ თავს ვაჯერებ, რომ აღარ მახსოვხარ,
ვივიწყებ ჩემთვის - ნაცნობ ბილიკებს,
ხალხით სავსე ვაგონში, ახლაც მარტო ვარ,
სანამ ვეტრფი წარსულს, აწმყო მივიწყებს.

შემთხვევით - შეხვედრის - შიში დამყვება,
ზოგჯერ მაღვიძებს, შენი სახის დანახვა,
ადრე მწამდა, დღეს არ ვიცი აქ რა დარჩება,
რადგან აღარ მძალუძს ნატვრის ასახვა.

ვეღარ ვწერ, რაც სიყვარულს ვემშვიდობები,
რა ხანია, სევდას მძიმედ კარი გავუღე,
ისე სწრაფად, გაუფასურდა ჩემი გრძნობები,
ამ ჩემს ზღაპრებს ვიცი, ღამით არც უსმენ.

მივდივარ მძიმედ, რადგან, წასვლა არ მსურდა,
არ მისმენ, მაგრამ მე კვლავ საუბარს არ ვწყვეტ,
თუ გესიზმრები, ჯერაც არაფერი დასრულდა,
უბრალოდ, ფილმიდან, შენ ხედავ ნაწყვეტს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი