მომავლის თბილისი
გავიზარდე იქ სადაც, მეზობელი სცემდა, თავის ცოლს, დედა კი - მის შვილს, მათი ცხოვრება, ჰგავდა განაჩენს, გადაწყვეტილს და ცივად - მისჯილს. პატარა მე, ვერ იგებდა, ვის რატომ ჰქონდა ამის უფლება და დედაჩემმა ამიხსნა ერთხელ, ერთგულებაა - თავისუფლება. თუ ბევრმა დარდმა იმშობიარა, მკითხავ შეგეშვი? პასუხი - არა, ის ალბათ ფიქრობს, რომ ვერ მომიშორა, მე კი ვიძახი, დუმილი - კმარა. შენ სულ იცინი, მე კი ვწერ სტროფებს, ზოგჯერ დროებით სევდას ვიშორებ, ხანდახან ღიმილით ვუყურებ მორევს, რაც დავმეგობრდით, მე და სიშორე. ბევრი დრო გავა, მე ვერ შევიცვლები, შენთვის შეშლილი და გულწრფელი დავრჩები, ჩემს ლექსებს მომავლის თბილისში გაიგებენ, ალბათ, ძველ მოდური ბავშვები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი