მეყვავილე


ვერ ვიგრძენი მე გუშინ ის რაც,
მთელი არსებით მინდოდა მეგრძნო,
ის ამძიმებდა ძილშიც კი სიზმარს,
არ ჩანდა სახე, მაგრამ, შევძელი მეცნო.

მაღვიძებს სტრესი, ვამბობ, რომ ღირდა,
რადგან, ტკივილიც თავად სიყვარულია,
მე, რომ წავალ, ვერ იქნები მშვიდად,
თუ შენში, დღესაც - სინანულია.

ვერ მივდივარ, სანამ მჯერა გჭირდები,
გავბედავ, ღამით მოგპარავ ფიქრებს,
გარბიხარ, მე კი მაინც შველას გპირდები
და ხელში ვიჭერ, გაყინულ თითებს.

რამდენჯერაც მომკლავ, მეც იმდენჯერ ვიშვები, 
რწმენას ჩუმად ვინახავ, როგორც ღამე ტაძრები,
ჩემმა გრძნობებმა გააქრო კითხვის ნიშნები, 
შენ ხარ ვის გამოც, მეყვავილეს არ ვევაჭრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი