კალამი და ფურცლები
მიწისძვრას ჰგავდა ჩემი გულის ცემა, ვგრძნობდი აუხსნელ ტკივილს, მჯეროდა სულ, ამას რაც იწვევდა, ბოლოს, ის მომგვრიდა ღიმილს. ისევ შემიკედლეს ჩუმად კულისებმა, არც დღეს, არ ვაპირებ ჩივილს, ბანქო ვიცი, არც დღეს გაიხსნება, თუ მოისმენ, ძალიან ჩუმ ტირილს. ვისაც შემიძლია, ხურდით ვეხმარები, ზოგს ვუსმენ და ზოგსაც ვუძლებ, ვიცი სხვას მე ისე ვეღარ ვეყვარები, როგორც კალამსა და ფურცლებს. ჩემი სიმსუბუქით დავამძიმებ ქუჩებს, მივყვები შენი სახლისაკენ ბილიკს, შენზე უკითხავად, ვაქირავებ ტუჩებს, მაგრამ, არავის ვრთავ ნებას ყიდვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი