ტკივილი
მთელი სამყარო, რომ ყვიროდეს სხვა აზრს, მე მაინც გეტყვი, აზრი ვერ შევიცვალე, თუნდაც ვტენიდე იმ ღამით ჩახმახს, მე მაინც ვიტყვი, რომ შენ შეიშალე. ასფალტსაც თითქოს მუსიკალური ხმა აქვს, ეს ხმები წრეზე, მარყუჟივით მეორდებიან, იცი, ჩემი დაბრუნება ჰგავდა იმ ნახატს, რომელშიც ტკივილი, სიყვარულს ვერ მოერია. ხმა დაკარგული ვწერდი სტრიქონებს, რომელსაც ხმადაბლა ვიმეორებდი, ვხედავ წარსული აწმყოს იმონებს, სადაც იწერება მძიმე სტროფები. დარს ვხვდები ისევ, როგორც ქარიშხალს, სასიამოვნო სიახლეს გადაჩვეული, ტკივილისგან ფიქრობ, მე ვეღარ დაგიცავ, ამიტომ, აჯერებ თავს, არ ვარ რჩეული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი