სითბო


მე ვიცი, რომ შენ დაგაკლეს სითბო 
და ელი მას ვინც არასდროს მოვა, 
მე ვიცი, რომ შენ საბოლოოდ იგრძნობ, 
დანაკლისს, მერე კი შეწყდება თოვა.

ეჭვსაც შეიტან საკუთარ თავში, 
ოღონდ სიმართლე - არ აღიარო, 
ტკივილებს ვეღარ გაფანტავ ქარში 
და მზად იქნები, გადაგიარონ.

ბილიკებივით თელავენ ადამიანებს, 
ვეღარ მთელდება ძველი იარა, 
მახსოვს, რომ სულ შენ გელოდებოდი, 
თან თავს ვიტყუებდი - გადამიარა.

არც ადრინდელი სიხარული ჩანს, 
რაც ანათებდა, უკვე ჩამქვრალა, 
დაიკარგა თუ დღეს მიმალულია, 
შორეულ წარსულში, რაც განათდა?

ჩემთვის განწყობა აღარ არსებობს, 
თითქოს ახალი დღეც - სიზმარია, 
არ ვამბობ, მაგრამ სანამ ვარსებობ, 
მახარებს, დედაჩემს რაც უხარია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი