დუმილის ენა


მუქ ოთახს სევდა აფერადებდა, 
როდესაც ჩუმად წერა დავიწყე, 
მახსოვს, არავინ ხმას არ იღებდა, 
მე კი დუმილის - ენაც გავიგე.

ზოგჯერ საუბარს აღარ აქვს აზრი, 
ხანდახან ფასს კარგავს ყოველი სიტყვა, 
ვეღარ ავაწყე ბოლომდე პაზლი 
და მას რა აკლდა, ვიცოდი, ვფიცავ.

მე სულ დეტალებს ვაკვირდებოდი, 
ვხედავდი იმას, რაც აქ არ ჩანდა, 
იშვიათად თუ მავიწყდებოდი, 
მაგრამ წარსული ხშირად მტანჯავდა.

გადაშლილ წიგნს ჰგავს უკვე დროება,
ძნელია, რასაც გრძნობ გულით ატარო, 
თითქოს ცუდს, უფრო მეტი ცუდი მოება, 
ამიტომ დავდივარ, უმისამართოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი