მაკულატურა
არ ვნანობ არაფერს, ბრძოლას ვარქმევ, რადგან, ცხოვრება დიდი ხნის წინ მომბეზრდა, დრო თვითონ ურჩევს ყველაფერს სახელს, ზოგჯერ კვეთებს, იმედგაცრუება მოყვება. ზამთარში მზის სხივზე მეტად მჭირდები, რომ ვიგრძნო თავი ისევ ადამიანად, ვიხსენებ მომენტებს, სადაც ფიცს ვდებდი და ვიცოდი ვერ გამთელდა ძველი იარა. ბნელ ოთახს ანათებს, ვარდისფერი სხივი და სარკეში ვუყურებ გაბზარულ ჩემ თავს, შენი ხელები ამ კედლებივით – ცივია, ვეძებ სითბოს და ვპოულობ სევდას. მწამდა ამ ბილიკებს ვერ გავივლიდი უშენოდ, მაგრამ დრომ, ბევრი კარი დახურა, მე თუ შემეძლება შენზე სულ ვწერო, ფასი დაედება მაკულატურას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი