მარცხი


ტანჯვით ავსებულ დღეების მორევში,
ბედმა მახარა, დრო მოსულა წამზომის ჩართვის,
ლოდებივით ჩანს სიმძიმე სტროფებში,
როდესაც შენია, ის ვინც, თავს შენად არ თვლის.
ხმაურიანი მშვიდი ვარ, მშვიდად მყოფებში,
არცერთი მხარე, თავიანთ ნაწილად არ მთვლის,
თავს ვეძებ, სულის უკიდეგანო ზონებში,
რადგან მუდმივი შიში მაქვს, მარცხის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი