მომავლის იმედი


- გთხოვ მუსიკას ხმა გაუთიშე.
- ჰო გიყვარს ეს სიმღერა?
- აღარ.
- ეგრე მარტივია გადაყვარება?
- პირიქით, მაგიტომ გთხოვე, რომ ხმა გაგეთიშა.
- ისევ გენატრება?
- ალბათ.
- კი თუ არა?
- კი, ალბათ.
- ჰო იცი, მე მაყენებ ცუდ მდგომარეობაში.
- ვიცი, ბოდიში.
- ვცდილობ გაგიგო, მაგრამ ზოგჯერ ბოდიშიც უადგილოა.
- რას ითხოვ ჩემგან?
- სიყვარულს, ვიცი შენთვის ეს ზედმეტია.
- არ შემიძლია, მაპატიე.
- ბოდიში ისევ უადგილოა.
- სხვა სიმღერა ჩართე.
- მე რასაც ვუსმენ, არ მოგწონს.
- მთავარია შენ მოგწონს.
- მე არ მინდა იმის კეთება, რაც შენ არ მოგწონს.
- ზოგჯერ მგონია, რომ სიზმარში გხედავ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ ვარსებობთ, მხოლოდ ერთმანეთისთვის ვცოცხლდებით.
- შენთვის ეს არ არის საკმარისი?
- საკმარისზე მეტია, უბრალოდ ეს ის არ არის, რაც მე გამომიცდია.
- აი კიდევ, ამოუწურავია შენი წარსული?
- გააჩნია როგორ შეხედავ.
- რეალურად შეხედე, ყოველდღე ფერებს ამატებ გახუნებულ ნახატს, ვერ ხვდები?
- შენთვის არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ გახუნებული დეტალებით ვცხოვრობ.
- შეგიძლია, რომ გაუხუნებელით იცხოვრო, მაგრამ შენ ართულებ ყველაფერს.
- სიმარტივე სულელებმა მოიგონეს.
- შეიგნე, რომ არ ხარ დევიდ ლინჩი, არ არის აუცილებელი მუდმივ გაუგებრობაში ყოფნა.
- გამიკვირდა, რომ დევიდ ლინჩი დაიმახსოვრე.
- ვიმახსოვრებ, იმას რაც შენთვის მნიშვნელოვანია.
- ვაფასებ მართლა, უბრალოდ ვერ გამოვხატავ.
- გაფუჭებული რობოტივით იქცევი, აღარ არის სასაცილო.
- იცი რითი განვსხვავდებით რობოტებისგან?
- ცრემლით, ვკითხულობ შენ ჩანაწერებს.
- ყოჩაღ, მაგრამ, რაიმე უფრო ღირებული შეგიძლია წაიკითხო.
- მაგალითად კაფკა ან კამიუ? უკვე თავი შენი ჩეთბოტი მგონია.
- არასდროს მითქვამს, რომ ეს დავიმსახურე.
- მართალია, არ დაგიმსახურებია, როგორც შენი სიყვარული არ დაუმსახურებია, იმ ადამიანს, რომელზეც სულ ფიქრობ.
- არ ვფიქრობ.
- მე მატყუებ? არ საუბრობ, მაგრამ თვალებზე გეტყობა, როდესაც რაღაცას განიცდი.
- ბევრ რამეს განვიცდი, სამწუხაროდ.
- მე შემიძლია დაგეხმარო.
- შენ უკვე დამეხმარე.
- და მაინც პესიმიზმით ხარ სავსე?
- ასეთია რუტინა, შავი წარსული და შავი მომავალი.
- მაშინ მითხარი, ის რატომ გენატრება?
- მასთან ერთად, მომავლის იმედი მქონდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი