ძმობილო


გადის თვეები მაგრამ დროც კი ისევ ჩერდება,
და იმ წამზე დგას სადაც შენი ისმოდა სუნთქვა,
ყვირის სიჩუმეც უშენობის  ნათენებ დილას,
შენი ღიმილი წაიშალა შენს არსს რომ უთქვამს.

იმ გზის ნაკვალზე უსასრულოდ მიმავალს რჩები,
სადაც წასული უეცრობით შეჩერდა ფეთქვა,
ბედნიერებაც ზაფხულისა იქცა წარსულად,
ამაზე მეტი სატკივარად რა უნდა გეთქვა.

შენ იყავ სიტყვა ჩემთვის ,,ძმად,, ნათქვამი,
იმ სადღაც მორევში სიმშვიდის მხნეობა,
დღეს კი მე შენს საფლავს დავურწყე ცრემლები,
და უშენობის შევირწყმე ღრეობა,

იმ ავარიამ წაიღო სხეული,
ის შენი არსება კვლავ ჩემში ვარგია,
ერთობა, ძბობის და მეგობრის გრძნეული,
დღესაც კი უდრეკად სხივებად ანთია.

 არახარ მიწაში ჩარჩები ფიქრებში,
იმ გზებზე ატყვია ყოველი ნაბიჯი,
ყოველი განვლილი ის ჩვენი ბილიკნი,
ჩემთვისაც წაშლილა იმ გზებზედ საბიჯი.

შენ ჩემო ძმობილო იძინე სიმშვიდით,
რომ იქნებ ოდესღაც ერთმანეთს შემოვხვდეთ,
ტკივილებს წაიშლის ის ყველა ფიქრებიც,
და მერე ურყევად ერთურთით შემოვრჩეთ.

ეძღვნება: ბაჩო ლასარეიშვილს

ავტორი: თემო წილსანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი