მომენატრება სკოლა


მეთორმეტე კლასს ვამთავრებ,
ალმა-მატერიც მოვა,
რა მალე გადის დღე-ღამე,
მომენატრება სკოლა.

უნივერსიტეტს ვამთავრებ,
სამსახურის დროც მოვა,
რა მალე გადის დღე-ღამე,
მომენატრება სკოლა.

სამსახურსაც კი ვამთავრებ,
მალე პენსიაც მოვა,
რა მალე გადის დღე-ღამე,
მომენატრება სკოლა.

პენსიას აღარ მიხდიან,
ვიფიქრე ნეტავ რა მოხდა,
აღარ მანაღვლებს სიცოცხლე,
მე მაინც მომენატრება სკოლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი