ანგელოზი ხარ
ანგელოზი ხარ მოკვდავ ხალხთა შუა, ცხადად წმინდაა ნათება სულის. ჩუმი ყოყმანი ჩემი დამთავრდა, მაგალითი ხარ მორჩილი სრული. სულხორც წარმტაცო გიმზერ რაღა ვთქვა? უფალს ვევედრო გვწყალობდეს პურით, მოვკლა, ჩავახშო კრული ამალა ამაოების ცოდვები მუქი. მადლიანი და ღვთით დაცული ხარ, არვინ გემტეროს ბრაზით ან შურით. დღესაც შევივლი ტაძარს თამამად, ურყევი რწმენით შთაგონებული. და თუ განწმენდა დროულ მეღირსა და თუ აღვივსე სულიერ შუქით, ანგელოზობა რჩევად წამადგა ამაოებით არდაბინდული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი