ბადრის (გარდაცვლილ მეუღლეს)


სულ შენზე ფიქრი ყველასთან, ყველგან,
სიცოცხლე მირბის, საოცრად ღელავს.
წვიმით ნაკაწრი დაიძრა ნისლი,
აივსო სული ცისფერი სხივით.

სამოსელს ვიცვლი ვწვდე ცისარტყელას,
მშვენიერ ფერებს ვარჩევ და ვხედავ.
ამოვალ, მოვალ  მაშველი კიბით,
გზა ისე ვიწროა და მწირედ მშვიდი.

თუ სიტყვა მოგწვდა ეს მე ვარ, მე ვარ,
სიცოცხლე მირბის, საოცრად ღელავს.
ვიგრძენ მაღლიდან მესხურა ზვირთი,
ერთობ გრძნობათა ნაწილი მკვიდრი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი