თვალწინ მედექი
რად ღირს სიცოცხლე, თუ არ გიღიმის ღვთიური მარტი და სილამაზე ამაღლებული გაგირბის უმალ. თვალწინ მედექი მშვენიერება გოგონა ნაზი და მიღიმოდი და მეც გლოცავდი ჩუმად. ოქროს კულულებს აფრიალებდა თამამი ქარი, გრძნობის ძიებით გულთან ჩაღწევა სურდა. თვალთა ზურმუხტი ედემის დარით ღიად მსალმობდა იმედად სრულად. მრწამსით მომეცა საყრდენი მყარი, გადახსნილ ცაზე აღარსად ქუხდა. მინდა იცოდე, რომ სიყვარულით აღვსილი მადლით ყოველს დაძლევ , არ გახედავ უკან. მხნე სილამაზით ციურ ანგელოზს ჰგავდი, შენი მჯეროდა და უკვდავება მსურდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი