სიყვარული არ მინანია


მარტო დარჩენილს მერჩოდა ფიქრი,
გული იტევდა წარსულს ნამიანს.
არვის სჯეროდა მზის ვიყავ მკვიდრი
და სიყვარული არ მინანია.

უმალ ვამჩნევდი თვალმზერას ირიბს,
ვგრძნობდი ფიქრობდნენ ,არ თმობს გალიას,
ასე კი ვჩანდი საოცრად მშვიდი
და სიყვარული არ მინანია.

უფალს შევთხოვდი მადლს,ნუგეშს მწირედს,
ბნელით ოხრავდა სული ძალიან.
აღარ მეღირსა ფაფუკი ძილი,
არც სიყვარული არ მინანია.

ნათელ სადგომი ბრმისთვის ვით ნისლი
ჩუმი განცდების მეგობარია.
ოხერტიალი ცხოვრებით მივხვდი,
რომ სიყვარულით სუნთქა მადლია.

დაუღალავად ღამით თუ დილით
სულის განწმენდა  კაცის ვალია.
და მეომართა ავღმოჩნდი რიგში,
მე სიყვარული არ მინანია.

ცოდვა დავძლიე გონებით მშვიდით,
ცრემლით გავუსხლტი წარსულს ნამიანს.
და ამერიდოს უღმერთო ჭირი,
რომ სიყვარული არ მინანია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი