საქართველოს სადღეგრძელო


საქართველოს სადღეგრძელო ცრემლით იშვა,ბრძოლით იშვა.
საქართველო გაბრწყინდება ,ღვთისმშობელი გვაძლევს ნიშანს.
თბილი ქვეყნის მთლიანობის სადღეგრძელოს გულით ვინც სვამს,
ჰყვარებია რუსთაველი და დავითის სახელს იცავს.
 და წარსულის ვრცელ ხსენებით მზიან აწმყოს არვინ ჩრდილავს.
ჰანგი ჰანგად გაიჟღერებს, ვინ ერკინოს სისხლ–მრწამს მიზანს,
ჭკუა საქმეს გამოარჩევს, ვერ იგუებს ზარალს, ზიანს.
უღიმღამოს ბნელი შთანთქავს,მკვიდრ საკვირველს ღმერთი იცავს.
სანიმუშო ბევრი გვერგო, დაგვებედა ბრძოლა,წინსვლა.
და ვახსენოთ,არ ვივიწყოთ თამარ მეფის ბრწყინვალება,
ქეთევანის მრწამსი წმინდა,ჭავჭავაძის თავდადება
და გორგასლის ბრძოლა ღია.
სვეტიცხოვლის მყარი წირვა,ქრისტეს ყველა ეკლესია.
ბრძენი ენა უპოვარი,გ.ტაბიძის პოეზია.
ვაჟას გმირთა ზნე–ნამუსი და აკაკის გულის სიტყვა,
ტილო–სხივი ფიროსმანის ,ნინოს ცეკვა-მელოდია.
შევსვათ ვისაც მიწა–წყალი,ადათ–წესი გვყვარებია.
დავაფასოთ მხსნელი გმირთა უყოყმანო თავგანწირვა,
სული ცოცხლობს საუკუნოდ, მართალ მებრძოლთ
სულს არ სძინავს.
ვცნოთ სამშობლოს მზის სალამი,
ზღვა და მთები ,გზები ძვირად.
ღრმა და მტკიცე სიყვარული,
უფრო ფართო საზღვრები და უფრო მეტი სილაღეა.
იქ სოხუმი,აქ ცხინვალი მშვიდი კუთხე–სალოცავი,
წითელ ვარდთა გარემოცვით საოცარი სურნელია.
დალოცვილი ,მადლიანი,საოცნებო იბერია.
დარუბანდი–ნიკოფსია,დარუბანდი–ნიკოფსია...
მიზანსწრაფი საქართველო სულხორციელ ძლიერია. 
მშობელ ქვეყნის სიდიადის,სიმამაცის,გამარჯვების,
გაბრწყინების სადღეგრძელო დაილია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი