სინანული


ვერა,სიყვარულს მე ვერ დავთმობდი,ვერც პოეზიას.
იოლ დავთმობდი გულის ტკივილსა,წლებსა ცრემლიანს.
დიდი შეცდომა იყო დუმილი,ურწმუნოება .
ნისლი უცნაურ დღეების რიგში გადამეღობა.
სული კვნესოდა,შველას ითხოვდა.
სად რა მინდოდა,ვისი მჯეროდა?
მე ცოდვილი ვარ,ბევრი ვაება გადამხდა თავსა.
გვიან ვიფხიზლე და მიტევება ვთხოვე უფალსა.
ახლა რასა ვიქმნ?
მხოლოდ ლოცვებით ვიმშვიდებ თავსა.
ჩემზე მარდი ხარ?
დაე,გიშველოს ქრისტე უფალმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი