ყოველ ასატანს გმირულ ავიტან
სიკვდილს ავიტან ,არა გინებას. დაცლას ავიტან, არა დინებას. დარტყმას ავიტან,არა წართმევას . სასჯელს ავიტან ,არა ბრალდებას. ყოველ ასატანს გმირულ ავიტან, შეურაცხყოფა განა კარგია? და საქციელი არაკაცისა, ავის მოსურნე,ავმომტანია. ყველა მიიღებს თავის საკადრისს, რაზე დახარბდნენ,რამ გადარიათ? ბოლო სულ უჩანს ყოველ დასაწყისს უსუსურობა ვის უნატრია?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი