Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_lftpurut1fapl1if2v6icnjdq0, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ცხოვრება ზვირთია და არა ტვირთი - ხათუნა კეკელიძე | პოეზია

ცხოვრება ზვირთია და არა ტვირთი


ცხოვრება ზვირთია და არა ტვირთი.
თუ შეძლებ ცურვას და მაღლა ხტომას,
არვინ დაგცინებს, არავინ იტყვის,
რომ ნათლის ბირთვი შორია შენგან.

თავს ნუ იტყუებ თუ გაწევს ტვირთი,
თვალი უსწორე  ტკივილს და გლოვას,
გამოაღვიძე გრძნობები თბილი
და გადალახე სულუნდობლობა.

საფიცარს ნუ გმობ, ადიდე დიდი,
ნუ ეგუები მოცარულობას.
ჩამოვარდნილი სიმწრისგან ტირის,
რომ მოშივდება და მოსწყურდება.

გჯეროდეს ცოცხალს ამავალ კიბის
და ნაადრევად არ ხდება კვდომა.
მიჰყვები ზვირთს და უთუოდ იცი–
ბრძოლა მეტია ვიდრე გართობა.

ცხოვრება ზვირთია და არა ტვირთი.
თუ შეძლებ ცურვას და მაღლა ხტომას,
შეწვდები მწვერვალს, იქნები მშვიდი
და ასე ძლიერს ვერავინ მოგკლავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი