რა მსურდეს?


ალალ ვიყო ლოცვებით და მრწამსით,
ცრემლს ვაშრობდე სულიერი სარკით.
ძლიერებით გზად ვაფრქვიო მადლი,
დავიმარხო გულად დასამარხი.

ღმერთს ვმადლობდე დამნახველი თვალით,
შენ მნათობდე უღიმღამო ღამით
და მიღირდეს ღრმა გრძნობათა განძი,
ერთგულებით , ნდობით , შვებით, განით.

ძვირი იყოს სვეტად უფლის სახლი,
ზეციური ჩამესმოდეს ჰანგი
 ვთამამობდე მოყვასთა სიმრავლით,
სიცოცხლის და სიყვარულის დარით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი