სიტყვით განვმტკიცთეთ გზით ნაწამებნი
მაბორკილებენ და მდარაჯობენ გულკადნიერი მწვავე წუთები, საფეხურებად დაგებულები. ვინ რას დაეძებს? მფლობენ ფიქრები, მუზა მარხულობს თავგამეტებით. მოდი ,გაბედე საყვედურები დაგელოდები, დამეუფლები. გაბედულები ერთად ვიქნებით, სიტყვებს მოვაფენთ გრძნობით ალესილს. ფეთქავს გონება, მიხმობს გულები, მარად სიცოცხლეს არ ვეურჩები. რა სად მერკინა რატომ დავეცი? ვძლიო სიშიშვლეს მაღალ კარებით. გულად არსებით მომეკარები და განვმტკიცდებით გზით ნაწამებნი... სულით მებრძოლნი გაბედულები. მაბორკილებენ და მდარაჯობენ გულკადნიერი მწვავე წუთები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი