ძვირფას მამას(მურმანს)


სუფრათ თამადა გამოცდილი სჯობს,
გულებს დაიპყრობს სიტყვა ნათელი
და თუმც სიკვდილი არავის ინდობს,
განმტკიცებულა ხმა ძალნარევი.

უშფეთველობა ღვთის მრწამსით იყოს,
გზად ნაწამები ლომად დარჩები,
ლექსთმოსაუბრე არ დაგივიწყოთ,
მადლით ხარობდე წმინდა სამების.

კარგო მშობელო ზეცათ გელხინოს,
ვის გაუგრძელდეს წუთისოფელი,
არ დავიჩივლო თუ რამ მეტკინოს,
მახლავს ალერსი გამათბობელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი