სიყვარულმა ამამაღლა


ვიღვიძებ და სიყვარულის ეშხით ვივსები,
ვიძინებ და მიგალობებს ვარსკვლავთა ნოტა.
შენი თვალები სხივნარევი მწვდება იმედით,
მკვეთრმა ტუჩებმა ალუბლების მზე მომაგონა.

მიყვარს,მათბობს სანდო მზერა ხელი ,თითები.
არვინ იცის რა იქნება წავა რა მოვა,
ავი ნისლი გამაჟრჟოლებს არ დავიცლები,
სიყვარულმა ამამაღლა და დამამონა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი