თოვს და გათენდა (ეძღვნება მშობლებს)
გვიხსენ ჭირისგან და გადმოგვხედე წმინდა მარიამ ვართ შვილნი შენი. ვინ მადლიანი რით გამომზევდეს, არ გაცამტვერდეს ჭკუით ნაშენი. სული მეტია ვიდრე სიბრაზე მახლავს ნათელი,მმოძღვრავს ნათელი. თოვს გამალებით,თოვა არ წყდება არც რას ვეჭვობდე ღამენათევი. თოვს გამალებით,თოვს და გათენდა, არც საყვედური,არც ნაკვალევი. მხოლოდ სითეთრე განუზომელი, დღესასწაული ფიფქთა დაშვების. სული, სიმყარით უფალს დანებდა,ჰპოვა საშველი. თეთრს,მოცისფრო თეთრს შევეგებები,მივესალმები. ცოდვათა გროვით უღირს ზრახვების, მრუდს არ გავყვები მაცდურ გზას ბნელის. ვამხელ ყალბს და ცრუს,ავ სისასტიკეს ბასრი კბილებით. ვიქნეთ თბილ გულით არა მლიქვნელნი,არამედ მძლევნი. ეს წლები გავა სამების მრწამსით არ დავიღლებით. ვძლევთ და გავივლით წუთისოფელს ნაკერ ნიღბებით. ვიწრო ბილიკზე სულის სიღრმეთი განვიწმინდებით. მაღალ იესოს სულხსნას,წყალობას შევევედრებით. წუხილი წავა,გადაიყოლებს თეთრი ფიფქები, დროის დინებით ასე მებრძოლნიც გარდავიცლებით. სული სხეულს სჯობს,ცხონდეს მშვენებით. ახოვან ნათელს,მსუბუქს და მარადს შევუერთდებით. საოცარია ხილული გამა ციურ ფერების. მოცისფრო თეთრი გადამრჩენია მძლავრი სხივებით. ხსნა-სიცოცხლეა,სუნთქვა-სიმღერა სულთა სიმების... თოვს გამალებით,დღესასწაულობს თეთრი ფიფქები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი