თუ გულით არ მიწამე
შემოქმედათ ვიწვრთნები მუზა მთავრობს , მინათებს და ნარნარი სივრცენით ვძლიერდები ,ვიხარებ. გავუყვები ლურჯ ნაპირს არ მჩვევია სიმხდალე, სიყვარული არ მიღირს თუ გულით არ მიწამე, თუ ეკედლე იდუმალს საზიანო ჰანგებით, არ ჩამესმა სიმღერა სიამით თუ დარდებით. არ გაოცებს ციდან მზე, სუსტობს საღი აზრები და ურთიერთ ვედრება სამარეა ნაწყევლი. რად არ ნატრობ მხნე სუნთქვას, თბილ სიმღერას სამების? ხელი ხელს აღარ ათბობს, გული გულს არ ჩაეკვრის. არ ივსება წუთები , არ ბრწყინავენ თვალები, დღესასწაულთ თარიღებს ეულ მივესალმებით. მოწყენა და ძიება, ეჭვები და დარდები. ეს ცხოვრება რად გვიღირს თუ სიყვარულს ავცდებით? გავუყვები ლურჯ ნაპირს ცრემლით მგრძნობელ- მშფოთვარე, სიყვარული არ მიღირს თუ გულით არ მიწამე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი