ლექსი-სუნთქვა ვარ
რისთვის ვტყუვდებით, ვისგან რას ველით? უღვთოდ ამ ქვეყნად როდი იდარა? სიყვარულია გულთა გამხსნელი, თვალმჭვრეტელობა გაგლეჯს სუდარას. არც ყვავილი ვარ ზაფხულის ცრემლით, არც დასამღერი სამშვენ ჩინარად. გრძნობამ ვეებამ შემასხა ფრთები, მუზამ საბრძოლი გზები მინათა. სისხლმხურვალებით მზეს ვებარები. ვძლიე სიავეს მთად, ღრუბლ-ნიაღვრად. გრძნობად მწვერვალად გულთა სარგები, მაცოცხლებელი ლექსი- სუნთქვა ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი