სულსიდუხჭირეს ვემშვიდობები


მნათობს,მამაღლებს სიწმინდის ძალა,
თეთრო,მოგენდო სრული გონებით,
ქარად ვუსხლტები  მოცარულ კალთას,
სულსიდუხჭირეს ვემშვიდობები.

ო,თეთრო მტრედო განთიადისას
წარსვდგე მახლობლად შენი მშვენების
და არ დავყოვნდე არც თუ წამითაც,
მკვეთრი სინათლის ავლადიდებით.

მტრედო ნუგეშად მშვიდობა მინდა,
შემომეჩვიე თბილი სიმღერით
და უტყუარი ღმერთის კარიდან ,
გულს მოეფინე მარგალიტებით.

დიდო უფალო მხედავ მაღლიდან,
არც რამ მაბნელოს ფუჭი ძიებით,
მტრედთან ერთობით განთიადისას,
სულსიდუხჭირეს ვემშვიდობები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი