იავნანა(სიმღერა)
არ განმირისხდე მამჩნიო, წრფელ ლოცვას ახლავს ძალაო, გრძნობით აკვანი ვარწიო, გიმღერო იავნანაო. მერცხლად სიმღერა დავიწყო, ნუ სტირი ჩუ,პატარაო, მტერს დავსებოდეს თვალები, წაგადგეს იავნანაო. მხდალი არასდროს არ იყო, სიმტკიცე გქონდეს ფარადო, სამშობლოს ჰფინე მადლიო, ნიჭით მაღლობდე ვარსკვლავო. რძე გერგოს,თაფლიც დალიო, სწავლის სჭარბობდეს მადაო, ავთან აგვშორდეს მარცხიო, დაგიცვა,დაგინანაო. წლებით დამშვენდე,ასწიო საშური მზე-ფიალაო. სიძნელეები დაძლიო, სიმარჯვით ვინ წამხდარაო. გულისთქმა ლექსად ვაქციო, გემატებოდეს ძალაო, გაიზრდებოდე კაციო, საქები ზნით ,ტან-გვარადო. მაშველი მეგობარიო, ფასობდე გულუღალატო, მაცოცხლებელი შეირგო, გამჭვრეტ ჭკუით იღაღადო. ძმათა გხლებოდეს ჯარიო, ურყევ იბრძოდე სხარტადო, წუთისოფელი დაძლიო, დღე ღამით არ ჩამქრალაო. შეიყვარო,ხელთ გაიღო, სნეულთ წაადგე წამლადო, ივარგე,არვინ დაგცინოს, კაცი ვინც იყოს თავადო. მშობელი ძვირი განძიო, უსმინე,არ იძალადო, მრავლის დაგიდგეს წელიო, ხე დარგო ,უსხა ,შეწამლო. თვალად მოგერგოს ქალიო, ოჯახი იდგეს მყარადო, გვარი ნამრავლით ხანგრძლივობს, სული ხარობდეს მარადო. დაგბედებოდეს დარიო, ავდარს ერკინო მწყრალადო, ღმერთმა ცოდვები შეგინდოს, გზად თუ რამ შეგეშალაო. არც შეგინელდე წამითო, წრფელ ლოცვას ახლავს ძალაო, გრძნობით აკვანი ვარწიო, გიმღერო იავნანაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი