თვალები ლურჯი
შორს სისაძაგლე ქმედებით მუქით, შორს სისასტიკე ურწმუნო სულის. ცად წვდომის ქროლვა შემოვა გულში, მაბედნიერებს სიმაღლით სრულით. სძლევს უძლურებას , სევდას და წუხილს მანცვიფრებელი თვალები ლურჯი. მე მიყვარს მუნჯად თვალები ლურჯი, ციური ელვა, ციური შუქი. მსურს გაბედულად მოვიღო ფუნჯი, ვზიდო, ვამხილო თვალები ლურჯი. არ მიმატოვოს წამლეკი წუთით სითბო-სინაზემ ლამაზი სულის. არც არაფერი ვინატრო შურით, დამინათებენ თვალები ლურჯი. ციური მზერა, ციური ბგერა, ციური რისხვა, თვალები ლურჯი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი