აღსარება
მაღალო და წმინდა ღმერთო შემიწყალე, ვიქნე ბედნიერი,ვიქნე ბედნიერი. გულწრფელ ვინანიებ რაც კი დავაშავე , მომიტევე ღმერთო,შეგთხოვ მუხლმოდრეკით. მტკივა გულცივობა,უსიყვარულობა, ბასრი სისასტიკე მკვლელი მოქმედებით, უმადურობა და ცხადის უარყოფა, ნიჭით დაკვეხნება მოცარულთა წრეში. მტკივა უკუსვლა და არგაბედულობა, მხდალი ,სუსტი მზერა უნიათო ფრთებით, სილის გაწნის გამო ანგარიშსწორება, გაუმაძღრობა და ზრახვა ხორციელი. უმოწყალოდ მტკივა ურწმუნო ურჩობა, სული დამიბნელდა სიცილით თუ კვნესით, აწ სიცრუე მზარავს, მუქ ჭაობში დგომა, და ამპარტავნობა დაკარგული წლებით, სულის დამიწება,მცნებით უბედობა, სიბილწ-სიწვრილმანე გამყიდველთა ხმების. გვღუნავს ეშმაკისგან გულშემატკივრობა, ვიცოცხლოთ და ვცხონდეთ ნათლ-სამების რწმენით. მტკივა მშობლისადმი გულისტკენა დანად, გზად სხვისადმი განსჯა,დამცინავი მზერით, მადლის დავიწყება,დახურული ფარდა, მტკივა ყოველივე რაც ვერ შევძელ მეტი... მზე-სიცოცხლე მსურს და სინანული მახლავს, ღმერთო შემიწყალე,ცრემლით გევედრები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი