სულ მეყვარები, სულ მეყვარება


გულში ცოცხლობ და მთელია გული,
მიძღვება, მნათობს წმინდა სამება.
არც ისე დაღლილს, არც შეშინებულს
სულ მეყვარები, სულ მეყვარება.

მიმოიხედე, წლებია სრული,
უღმერთოდ რას ქმნი, არ ღირს მზადება,
ხან ბედნიერს და ხან გამწარებულს,
სულ მეყვარები, სულ მეყვარება. 

სიცოცხლეს ვმადლობ, მზის მერგო შუქი
და მაღალ მუზის ხმა ყურთ ჩამესმა,
განწირულ ნაცემს თუ პატივცემულს
სულ მეყვარები, სულ მეყვარება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი