წმინდა სიყვარული
თვალნათელი გზები , სურნელების დილა, ფრინველთა ხმა ლაღად, ყვავილები მინდვრად. გაზაფხულად ვრჩები მაცოცხლებელ წვიმად, გეჩურჩულო ქარად, დაგყვებოდე სხივად. გაგიბედო მეტი ყვავილებით ფხიზლად, გამოგიტყდე ცხადად უზენაეს სიტყვად. და გავშალოთ ფრთები გრძნობებით გულღიად, შიშს და სიკვდილს კრძალავს სიყვარული წმინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი